ჯინსმა პირველად მეთვრამეტე საუკუნეში მიიქცია ადამიანის ყურადღება, უფრო სწორედ, ამერიკელების ყურადღება. ეს საუკუნე ამერიკაში ვაჭრობის, მონური შრომის ხანა იყო. ამ დროს ბამბის პლანტაციების რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. შესაბამისად, მატულობდა მუშების რაოდენობაც. მათ კი, გამძლე ტანსაცმელი ესაჭიროებოდათ. სწორედ, ამ მიზნით მათ ჯინსები ეცვათ.
ჯინსმა უფრო დიდი წარმატება მეცხრამეტე საუკუნიდან ჰპოვა. ოქროსხანად წოდებულ მეცხრამეტე საუკუნეში კალიფორნიის შტატში მაღაროში მომუშავეთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა, მათთაც გამძლე ტანისამოსი სჭირდებოდათ, რომელიც სწრაფად არ გაცვდებოდა. ამიტომაც ისინი, ძირითადად, ჯინსებს ხმარობდნენ.
40–იანი წლები – ომის პერიოდი. ამ პერიოდში ძალიან ცოტა რაოდენობის ჯინსის შარვალი იქმნებოდა. თუმცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ეს მატერია მსოფლიოს ამერიკელმა ჯარისკაცებმა გააცნეს. მათ ჯინსები მაშინ ეცვათ, როდესაც სამხედრო სამსახურიდან დროებით ისვენებდნენ. სწორედ, ამ პერიოდში ისეთმა ცნობილმა ფირმებმა, როგორიცაა “ლიი” და “ვრანგლერი” წარმოება დაიწყეს. ისინი ცდილობდნენ ღირსეული კონკურენცია გაეწიათ “ლევი–სტრაუს”–ისთვის, რომელიც იმ დროს საკმაოდ პოპულარული იყო.
90–იან წლებში ჯინსი, ცოტა ხნით, მიივიწყეს. მართალია, ჯინსები მოდიდან არასოდეს გადადის, მაგრამ ეს ის პერიოდია, როდესაც ახალგაზრდობას აღარ აინტერესებდა ტრადიციული ე.წ. “501″ ჯინსები. ეს მხოლოდ იმ მიზეზით მოხდა, რომ იმ დროინდელ ახალგაზრდობას აღარ სურდა ჩაეცვა ის, რაც მშობლებს ეცვათ. თუმცა მათ მაინც ეცვათ ჯინსები, ოღონდ განსხვავებული სტილის. ის აუცილებლად სხვა თარგზე დამზადებული და ორიგინალური დეტალებით გაფორმებული უნდა ყოფილიყო. ამ წლებში ერთ–ერთ წარმატებულ კომპანია “ლევისს” საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა. მათი პროდუქცია აღარ იყიდებოდა. ჩრდილოეთ ამერიკაში თერთმეტი ჯინსის ფაბრიკა დაიკეტა.
და აი, დადგა 21–ე საუკუნეც და… ჯინსები ისევ მოდაში შემოვიდა. ეს ცნობილი დიზაინერების ცნობისმოყვარეობამ განაპირობა, როგორებიც არიან ვერსაჩე, დიორი, შანელი, ხლოე და სხვები. მათ შექმნეს ახალი კოლექციები, სადაც ჯინსი არამხოლოდ შარვლებში, არამედ ჩანთებში, მაისურებში, და სხვა აქსესუარებსა თუ ტანისამოშიც გამოიყენებოდა. 2001 წელს ჯინსი პოპლარობის პიკზე ავიდა. ამ წელს მოდაში შემოვიდა ჯინსის მატერიისგან დამზადებული ფარდები, ბალიშები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ჯინსის ტანისამოსის ფასი 3 ათას დოლარსაც ცილდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო აღმავლობის ხანა ჯინსის ისტორიაში.
No comments:
Post a Comment